იმპლანტაცია
თანამედროვე სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებულია იმპლანტის ჩახრახნა ყბის ძვალში, ამის მეშვეობით იქმნება კბილის ხელოვნური ფესვი. მას შემდეგ, რაც აბატმენტი და გვირგვინი ფიქსირდება, ეს კონსტრუქცია ემსგავსება ბუნებრივ კბილს.
ამჟამად გამოყენებადია ხრახნისებური იმპლანტი.
თანამედროვე იმპლანტების უმრავლესობა დამზადებულია ტიტანისგან. ეს მეტალი ყველაზე მეტად ბიოლოგიურად თავსებადია ადამიანის ორგანიზმთან. რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ აქნება რეაქცია მისი ჩახრახნის შემდგომ.
ჩახრახნის მეთოდიკას ექიმი ირჩევს დეფექტის ლოკალიზაციის, თანკბილვის, ძვლის აღნაგობის და მოცულობის მიხედვით. ერთი იმპლანტის ჩანერგვა საჭიროებს 45-60 წუთს, პაციენტის მომზადების ჩათვლით. იმპლანტაციის სწრაფად და ხარისხიანად ჩასატარებლად, საჭიროა ოპერაციის ზუსტი დაგეგმვა აუცილებელი გამოკვლევების ჩათვლით.
იმპლანტის ჩანერგვის შემდეგ საჭიროა დრო მის შესათვისებლად. მანამდე უნდა მოუაროთ იმპლანტაციის მიდამოს, ისარგებლოთ რბილი ჯაგრისით, იმისათვის, რომ არ დაიზიანოთ მგრძნობიარე ღრძილი. დაიცავით მსუბუქი დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხარე, ცხელ, მლაშე და მჟავე საკვებს. ქვედა ყბაზე ოსტოინტეგრაციას სჭირდება 2-3 თვე, ზედა ყბაზე_ 4-6 თვემდე. ეს არის დამოკიდებული ძვლოვანი ქსოვილის აგებულების თავისებურებაზე.
სრული ადენტიის შემთხვევაში(უკბილო ყბა) ,როდესაც არის ძვლოვანი ქსოვილის დეფიციტი ,ხდება დამზადება მოსახსნელი პროთეზის ,რომელიც ეყრდნობა იმპლანტებზე.
იმპლანტაციის აბსოლიტური უკუჩვენებები:
.გულსისხლძარღვთა დაავადებები
.იმუნური სისტემის პათოლოგიები
.ოსტეოპოროზი
.სისხლის დაავადებები
.ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები
.ავთვისებიანი სიმსივნე
.ტუბერკულიოზი
.შიდსი
იმპლანტაციის შედარებითი უკუჩვენებები:
- პაროდონტიტი
- პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა
- კიბოს წინარე დაავადებები
- შაქრიანი დიაბეტი
|