ქირურგიული სტომატოლოგია:

კბილის ექსტრაქცია(ამოღება).

კბილის ექსტრაქციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ამიტომაც ამ სფეროში კაცობრიობას დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილის ამოღება მეტ-ნაკლებად პოპულარულია. ექსტრაქციას მიმართავენ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც კბილი არ ექვემდებარება კონსერვატორულ მკურნალობას.

          კბილის ექსტრაციის ჩვენებები:

  • .კარიესისა და ტრამვის შედეგად კბილის სქოვილის დაშლა, რომლის აღდგენა შეუძლებელია.
  • .პარადონტის ქსოვილის დარღვევა ტრამვის ან ანთებითი პროცესის შედეგად.
  • .როდესაც შეუძლებელია ანთებითი კერის ჩაქრობა პერიოდონტში.
  • .არასწორად მდებარე კბილი.
  • .პირის ღრუს მომზადება თანკბილვის გამოსწორებისთვის.
  • .სინუსიტი ან ზოგ შემთხვევაში კისტა.
  • როდესაც კბილს ვერ გამოვიყენებთ საყრდენ ელემენტად პროთეზირებისთვის.
  • ზეკომპლექსური კბილები.
  • უკუჩვენებები:

  • გულსისხლძარღვთა დაავადება გამწვავების სტადიაზე.
  • მწვავე ვირუსული რესპირატორული დაავადება.
  • ავთვისებიანი წარმონაქმნი.
  • .სტომატიტი.
  • ფსიქიკური დაავადებები გამწვავების სტადიაზე.
  • რა შეიძლება გამოიწვიოს კბილის ამოღებამ:

  • კბილის ამოღების შემდეგ, ზოგჯერ პაციენტი უჩივის შესიებას. ეს გამოწვეულია ექსტრაქციის დროს რბილი ქსოვილების ტრამვით. რაც უფრო ტრამვულია ექსტრაქცია, მით უფრო შუპდება ქსოვილი. შესიების თვიდან ასაცილებლად, საჭიროა ყინულის დადება10 წუთის განმავლობაში (იმავე პროცედურის გამეორება შეიძლება 20 წუთში )
  •  
  • კბილის ექსტრაქციის შემდეგ ჭრილობა ივსება სისხლით. საჭიროა სიფრთხილე, რათა არ მოხდეს კოლტის დაზიანება. კოლტი არის მთავარი შემადგენელი ნაწილი შემდგომი შეხორცების. ამისათვის, ექსტრაქციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, არ შეიძლება სავლების გამოყენება, ასევე გადანერწყვა. პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ცხარე დაცხელი საკვების მიღებისგან.

რეკომენდაციები კბილბუდის მოვლის შესახებ:

.ექსტრაქციის შემდეგ თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან.

.პირველ დღეებში მოერიდეთ შესაბამის მხარეს საკვების ღეჭვას.

.24 საათის განმავლობაში ნუ მიიღებთ ცხარე და ცხელ საკვებს.

.გამორიცხეთ ალკოჰოლი და სიგარეტი ორი დღე.

. არ არის რეკომენდირებული ორი დღის განმავლობაში ჭრილობის მიდამოში კბილების გამოხეხვა. შემდგომ გამოვიყენოთ რბილი ჯაგრისი.

.ყურადღება უნდა მიაქციოთ ჰიგიენას, ამისთვის საჭიროა თბილი სოდიანი და მარილიანი სავლები( 1ჭიქა ანადუღარ წყალზე 1ჩ.კ. სოდა; 1ჭიქა ანადუღარ წყალზე 0,5ჩ.კ. მარილი).

.

 



 
პროფილაქტიკა
თერაპიული მომსახურება
ორთოპედიური მომსახურება
პაროდონტოლოგია
ორთოდონტია
 
ქირურგია
 
იმპლანტაცია